თანამედროვე სასადილოს კონცეფციით შექმნილი 24-სთ-იანი სივრცე ნამდვილი გურმანებისათვის..
რესპუბლიკა 24 გამოირჩევა მისი თანამედროვე დიზაინით, სადაც არის ღია სამზარეულო და თონის საცხობი, რომლებიც ქმნიან მყუდრო გარემოს სტუმრებისთვის. ასევე რესტორნის დიზაინში დიდ როლს თამაშობს გამწვანება და მაცივრები, სადაც მოთავსებულია სპეცაიალურად დაძველებული სასტეიკე ხორცი, ხოლო მეორე მაცივარი არის ღვინის, რომელიც იძლევა მრავალფეროვნების საშუალებას და მორგებულია სტუმრების გემოვნებაზე.
სპეციალურად რესპუბლიკა 24-სთვის შექმნილი ქართული მენიუ აზიური ელემენტებით ყველა თაობის წარმომადგენლებს და მაღალი მოთხოვნის გურმანებს დააკმაყოფილებს.